“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

4 months ago 35

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო აქტიურობებს ეხმიანება:

საქართველო არჩევანის წინაშეა – დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!

ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა დავიბრუნოთ ევროპული მომავალი.

ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!

  • პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ!
  • ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია!
  • ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას!

ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა