ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

5 hours ago 4

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით პატიმრობა მიესაჯა – ის ციხეს 2 თვეში დატოვებს.

მეთეშაშვილი 7 თევა პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისიწინებს.

ცნობისთვის, 2025 წლის 31 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირიდან მანქანით მიმავალი მენთეშაშვილი პოლიციამ გამზირზევე დააკავა.

2025 წლის 1-ელ ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტყვის გამო, მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სრულად წაკითხვა