“ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას არ დაუჭერია” – ლაშა ნაცვლიშვილი

2 months ago 16

5

ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და მომხრე,. ლაშა ნაცვლიშვილი:

ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას არ დაუჭერია, მან საკუთარი თავი დაიჭირა:

1. ზურა ჯაფარიძემ არჩევნები წააგო და მოიტყუა, მოვიგეო;

2. საკუთარი ტყუილის მძევალმა არჩევნები გაყალბებულად, პარლამენტი კი, არალეგიტიმურად გამოაცხადა;

3. ტყუილში გაჯიუტებულმა საპარლამენტო კომისიაც არალეგიტიმურად შერაცხა და არ გამოცხადდა სხდომაზე, ანუ განზრახ ჩაიდინა დანაშაული;

4. ჰუმანურმა პროკურატურამ იგი არ დააკავა და გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც;

5. ტყუილის და აბსურდის სპირალში შესულმა გირაოს შეტანაზე უარი განაცხადა და ის სრულიად კანონიერად დააპატიმრეს, რადგან სხვა გზა მან არც სასამართლოს და არც პროკურატურას არ დაუტოვა.

დასკვნა: ვიდრე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძებნა გვეზარება, ადვილად მოგვატყუებენ. არადა, მისი პატიმრობა პირველი პუნქტიდან იწყება, როცა იცრუა, არჩევნები არ წამიგიაო.

პ.ს. სცადოს, აბა, ვინმემ და არ გამოცხადდეს აშშ-ს სენატის კომისიაზე, – მერე განახებთ მის ბუმბულს, ველად გაფანტულს.

სრულად წაკითხვა