29
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ის სახლიდან 21 ივლისს გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. სახლიდან გასვლის შემდეგ მისი ტელეფონის ბოლო აქტივობა ზუგდიდის ცენტრში ფიქსირდებოდა და ამის შემდეგ მისი ტელეფონი გამორთული იყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·