ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა – ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

2 months ago 18

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.  14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.(mtavari.tv)

tvodoshi – ფოტო

სრულად წაკითხვა