უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსისგან მოითხოვა, რომ საზღვრიდან აიღოს რეტლანსლატორები და ამ ობიექტებზე დარტყმებით დაიმუქრა.
19 ივნისს ჰონდურასის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინსკი, ალიაქსანდრ ლუკაშენკას განცხადებების მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს, რადგან ბელარუსის ორი ოლქის ტერიტორიებზე განლაგებულია ტექნიკა, რომელიც უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმების კორექტირებას ახდენს.
„ვფიქრობ, მას ერთი კვირა ეყოფა ამის გასაკეთებლად. ვინაიდან ამის გამო ახლა ყოველდღე იღუპებიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები იჭრებიან. თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“, თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე წარმატებული თავდასხმების ფონზე, ბელარუსი რუსეთის არმიისთვის საწვავის მთავარი მიმწოდებელი გახდა.
ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, „პრევენციულად იმოქმედოს რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელმძღვანელობის მიმართაც“.
მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა ზომების გამკაცრების შესახებ ჩრდილოეთ უკრაინის ხუთ რეგიონში. უკრაინის სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო სამსახურმა გააძლიერა საფორტიფიკაციო ნაგებობები უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე და დამატებითი ნაღმები განათავსა.
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 21 მაისს განაცხადა, რომ მინსკი არ აპირებს ომში ჩართვას. თუმცა, მან განმარტა, რომ ეს მოხდება მხოლოდ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში მოხდება. 16 ივნისს ლუკაშენკამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანა არ აპირებს ომში ჩართვას და არ სურს კონფლიქტის თავის ტერიტორიაზე გავრცელება.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·