ზეთიანი აჯიკა – „სასწაული რეცეპტია, ჩემო კარგებო, წლებია, ვამზადებ“

6 days ago 4

ზეთიანი აჯიკა - „სასწაული რეცეპტია, ჩემო კარგებო, წლებია, ვამზადებ“„სასწაული რეცეპტია, ჩემო კარგებო, ძალიან ბევრმა უკვე იცით, წლებია, ვამზადებ“, – წერს ცნობილი კულინარი, ელგა ტაბატაძე და თავის გამომწერებს ზეთიანი აჯიკის რეცეპტს უზიარებს:

10 კგ წითელი ბულგარული წიწაკა

2 კგ წითელი მწარე წიწაკა (ვერ ვარჩევ მწარე წიწაკას ალერგია მაქვს და ნაყიდი 200 გრ დაფქვილი დავამატე)

1 კგ სტაფილო

1 კგ ჭარხალი

2 ლ ზეთი

1 ლ ტომატპასტა

200 გრ გატარებული ნიორი

1 ჭიქა (100 გრ) უცხო სუნელი

1 ჭიქა (100 გრ) ხმელი ქინძი

50 გრ ყვითელი ყვავილი (ზაფრანი)

მარილი გემოვნებით

ბულგარულს გამოვაცალე თესლი, ასევე გავასუფთავე ჭარხალი, სტაფილო და გავატარე ხორცსაკეპში, მივდგი გვერდით.

20-ლიტრიან ქვაბში ჩავასხი ზეთი, კარგად რომ გაცხელდა დავამატე ტომატპასტა, და კარგად მოვურიე+გატარებული ბულგარული, სტაფილო, წიწაკა ჭარხალი, მწარე წიწაკა,ვადუღე 2საათი თან ვურიე ბოლოს დავამატე სუნელები გატარებული ნიორი წამოვადუღე 10 წუთი, გადავიტანე ქილებში და მოვხუფე.

მე ბოლოს „სალიცინი“ დავამატე, ვისაც არუყვარს არ დაამატოთ. ამ მასით გამოდის 14-15 ლიტრი.

სრულად წაკითხვა