"ზედმეტი გლოვა ჩვენი ურწმუნოების მანიშნებელიცაა" - როგორ უყურებს ეკლესია გლოვის ტანსაცმლის დიდი ხნით ტარებას

6 hours ago 4

როგორ უყურებს ეკლესია გლოვის ტანსაცმლის დიდი ხნით ტარებას? - ამ კითხვაზე პასუხს მღვდელი თეოდორე გიგნაძე გვცემს.

- ეკლესია ყველაფერში ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. ბუნებრივია, როცა ადამიანი ახლობლის გარდაცვალებას გლოვობს, მაგრამ ზედმეტი გლოვით ადამიანი შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. სასოწარკვეთილი კი, თავად ღმერთს დაცილებული და ამით სასიკვდილო ცოდვაში მყოფი, გარდაცვლილის ცოცხალ სულზე როგორ იზრუნებს. ადამიანს ახლობლის წინაშე ვალდებულება ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგაც აქვს. გარდაცვლილის ცოცხალ სულს ლოცვითი შეწევნა სჭირდება და არა მხოლოდ ტირილი. ამასთან, ზედმეტი გლოვა ჩვენი ურწმუნოების მანიშნებელიცაა - მღვდელი თეოდორე გიგნაძე.

სრულად წაკითხვა