ზედიზედ მეორედ! - ოთარ კიტეიშვილი "შტურმთან" ერთად ავსტრიის ჩემპიონია

2 months ago 11

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში გრაცის "შტურმმა" ფრედ, 1:1 ითამაშა სანდრო ალთუნაშვილის "ვოლფსბერგთან" და ზედიზედ მეორედ იზეიმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა.

კიტემ "შტურმის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა, ასევე სასტარტოში იყო ალთუნაშვილიც, რომელმაც მოედანი 75-ე წუთზე დატოვა.

მატჩი "შტურმისთვის" სასურველი სცენარით დაიწყო, რადგან 45+1-ე წუთზე ბოვინგმა გოლი გაიტანა და გრაცელები დაწინაურდნენ. თუმცა, 67-ე წუთზე "ვოლფსბერგერის" მოთამაშემ ბალომ წონასწორობა აღადგინა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, და "შტურმი" 40 ქულას აგროვებს, რაც საკმარისია კონკურენტებისთვის გრაცელებზე დაწევის შანსის გარეშე დასარჩენად.

სრულად წაკითხვა