მიკელ არტეტას გადაწყვეტილი აქვს, რომ საზაფხულოდ არსენალმა შემადგენლობა გააძლიეროს და მომავალ სეზონს უფრო ღრმა კონტიგენტით შეხვდეს, კლუბის ერთ-ერთი სამიზნე კი ებერიჩი ეზე გახლავთ.
27 წლის ინგლისელი შემტევი უკვე წლებია პრემიერ ლიგაში თამაშობს და ბოლო 2-3 სეზონია კრისტალ პალასს ლიდერობს კიდეც, რამაც არსენალი დაარწმუნა, რომ ეზე მათთვისაც გამოსადეგი იქნებოდა.
როგორც ირკვევა, ებერიჩის დამატების კიდევ ერთი მსურველი ლონდონის ტოტენჰემია, რომელიც არსენალთან ერთად საქმეში აქტიურადაა ჩართული და თანაქალაქელს დიდ კონკურენციას გაუწევს.
ცნობისთვის, გასული სეზონის პრემიერ ლიგაში ეზემ 34 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.