„პარის სენ-ჟერმენის“ 31 წლის კაპიტანმა ახალი თანაგუნდელის, ილია ზაბარნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურენცია მისთვის მხოლოდ დადებითად მოქმედებს.
„ზაბარნის ტრანსფერი? კონკურენცია ყოველთვის არსებობდა და ეს მეხმარება, კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო. ეს დამატებითი მოტივაციაა, რომელიც წინსვლის შესაძლებლობას მაძლევს,“ – განაცხადა ბრაზილიელმა.
მან ასევე დაამატა, რომ უკრაინელ მცველს გუნდში ადაპტაციაში გვერდში დაუდგება: „ილია შესანიშნავი მოთამაშეა და მზად ვარ, მას ყველანაირი დახმარება გავუწიო.“