როგორც უკვე დაიწერა, მიუნხენის ბაიერნს ნიკ ვოლტემადესთვის 50 მილიონი ევრო დარეზერვებული აქვს, თუმცა შტუტგარტს მეტი სურს და მოლაპარაკებების ამ ფასად გახსნას არ აპირებს.
თავის მხრივ, ნაბიჯის გადადგმას არც ბაიერნი გეგმავს, რომელსაც უბრალოდ არ სურს, რომ ფეხბურთელში დასახელებულ ფასზე მეტი გადაიხადოს.
ჰოდა, ამ ყველაფრის დასრულება თავად ვოლტემადეს სურს. მან ბაიერნის ხელმძღვანელობას ირიბად აცნობა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიმდინარე კვირის ბოლომდე მიიღონ და თუ ამას არ იზამენ, ფეხბურთელი კვლავ შტუტგარტზე და ახალ სეზონზე გადაერთვება.
სხვათა შორის, ბაიერნი ამ ყველაფრის კეთებით რისკავს კიდეც, რადგან მხოლოდ მათ როდი შეუძლიათ ვოლტემადეს დამატება. ამ დროისთვის ფეხბურთელი კარს სხვა კლუბებსაც გაუხსნის და შესაძლოა, ბაიერნმა ისევე დაასრულოს, როგორც ეს ფლორიან ვირცის შემთხვევაში მოხდა.