ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

3 hours ago 2

წაკითხვა: 2

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულ პრეზიდენტ ბადრა გუნბას შეხვდა. რუსული საიფორმაციო სსააგენტო “რია ნოვოსტის ცნობით,

რუსეთი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში;

რუსეთი და აფხაზეთი ტურისტული ნაკადის გაზრდას გეგმავენ:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზრდა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ველოდებით, რომ წელს ის მინიმუმ შვიდი პროცენტით გაიზრდება და შესაძლოა მეტიც.”- განაცხადა პუტინმა

ბადრა გუნბას თქმი, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება,მისივე განცხადებით,  აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი იყო აეროპორტის გახსნა:

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აეროპორტის გასახსნელად, რომელიც 32 წელია არ ფუნქციონირებს. დღეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა.”- თქვა თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, რომელმაც პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია, რასაც რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა და განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩავა, რაც შეეხება დროს, მოგვიანებით გადაწყვეტენ.

დღესვე, პუტინი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ლიდერ ალან გაგლოევს, სადაც მას განუცხადა, რომ  მოსკოვი ცხინვალის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობები 2015 წლის ალიანსის ხელშეკრულების საფუძველზეა აგებული. წელს ამ ხელშეკრულების მეათე წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენ, როგორც წინა წლებში, ყველაფერს გავაკეთებთ სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერად“.

მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში დიდი ყურადღება ექცევა პატრიოტულ განათლებას.

„ამ მხრივ, ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია დიდი სამამულო ომის დროს დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების მემორიალებისა და დაკრძალვის ადგილების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებასთან და ამაში კვლავაც დაგვეხმარებით. ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვან სფეროებში, ვგულისხმობ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, განათლებას“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

პუტინმა გაგლოევს უთხრა, რომ, როგორც ადრე, უსაფრთხოების საკითხებს საჭირო ყურადღება მიექცევა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა