“ვისი მხარდაჭერის იმედად ხართ, ერთმანეთს თქვენ რომ სვრით ოპოზიციაში, მაგის მეასედს მმართველი სუბიექტი არ გიკეთებთ პირდაპირად” – არჩილ გამზარდია

1 day ago 2

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია შიდაოპოზიციურ გარჩევებსა თუ დაპირისპირებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

ოპოზიცია თუ ერთმანეთზე უფრო მეტს ილაპარაკებს, ვიდრე მთავარ კონკურენტზე – მმართველ პარტიაზე, ამით მხოლოდ მთავარი კონკურენტის ინტერესებს შეასრულებს.

ამჟამად ოპოზიციური სუბიექტები მთავარი კონკურენტის სამსახურში უფროა.

ჰოდა, პრეტენზიები ნუ გექნებათ მაშინ შედეგებზე.

კონკურენციის ჩარჩოებზე მაინც გადაეკვეთეთ ერთმანეთს, რაღაც ზღვარზე შეთანხმდით, რის ქვემოთაც არ დაეცემით, თორემ ეცემით და ეცემით ძირს დაუსრულებლად.

ვისი მხარდაჭერის იმედად ხართ, ერთმანეთს თქვენ რომ სვრით ოპოზიციაში, მაგის მეასედს მმართველი სუბიექტი არ გიკეთებთ პირდაპირად“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა