"ვისაც საუდის არაბეთის ლიგა TOP 5-ში არ შეყავს, ფეხბურთის არაფერი გაეგება"

1 month ago 1

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის პრო ლიგის დონე დაიცვა და აღნიშნა, რომ ეს ჩემპიონატი უკვე მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ლიგაში შედის. პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, მხოლოდ მათთვის არის ეს სიურპრიზი, ვისაც ფეხბურთი არ ესმის ან თავად არ უთამაშია აქ.

საუკეთესო ჩემპიონატების რიცხვში ნამდვილად ვართ. განვითარება გრძელდება და წინ დიდი მიზნებია, მათ შორის 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება“, — განაცხადა რონალდუმ.

ფორვარდმა ცოტა ხნის წინ „ალ-ნასრთან“ ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივა. მისი წლიური ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით 200 მილიონ ევროს აჭარბებს. რონალდუ კლუბს 2023 წლის დასაწყისში შეუერთდა და მას შემდეგ 99 გოლი და 15 საგოლე პასი აქვს 111 მატჩში.

სრულად წაკითხვა