“ვინც აქამდე ეს ვერ გაიგო, არც იმას ეშველება რამე” – ეკა ხერხეულიძე

4 months ago 26

5

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, ეკა ხერხეულიძე:

სრული სიბრიყვეა ცალკეული ფრაზებით აღფრთოვანება და ე.წ კომისიაზე გამოცხადების გამართლება.

ჰააგას და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზია არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული და სიმართლის დადგენასთან არაფერი ესაქმება.

ტყუილ-მართალის აზელვა მხოლოდ ქოცური პროპაგანდის საკვებია და არანაირი სარგებელი ხალხისთვის არ მოაქვს.

არ არსებობს წესიერი ადამიანი, ვისაც აქამდე პასუხი არ აქვს კითხვაზე-“ვინ დაიწყო ომი”.

ეს “კომისია” ასრულებს ოკუპანტი ქვეყნის დაკვეთას და უკვე დაწერილი დასკვნის გადახედვა იმის გათვალისწინებით არ მოხდება გამოცხადებული პირებიდან თუ ვინ რას იტყვის.

მიზანი ერთია-რუსეთის სასარგებლოდ არგუმენტების გამყარება და მიხეილ სააკაშვილის ომის დამნაშავედ გამოცხადება.

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის შემდეგი-რეჟიმი მარტო უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ კითხვებთან ერთად და არ ჰყავდეს მოპასუხე.

ვინც აქამდე ეს ვერ გაიგო, არც იმას ეშველება რამე

სრულად წაკითხვა