ვინ იყო შენთვის ყველაზე რთული მეტოქე? - კვარას ამ პასუხს ბევრი არ ელოდა

5 hours ago 3

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარი სენ-ჟერმენთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს, მედიასთან საუბრისას კარიერაში ყველაზე რთულ და ძლიერ მეტოქეს ასახელებს.

ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? - ალბათ, დავიდე კალაბრია. მის პირისპირ დიდ კონკურენციას ვგრძნობდი და თამაში მუდმივად მიჭირდა.

- თქვა ხვიჩამ.

სხვათა შორის, თავის დროზე კალაბრიაც აქებდა კვარას. იტალიელ მცველს ნათქვამი აქვს, რომ ხვიჩა ნაპოლიში ყოფნისას სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რასაც მინდორზე ქართველი მუდმივად ამტკიცებდა.

სრულად წაკითხვა