ვინ არის მძღოლი, რომელიც ბადიაურში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა?

2 hours ago 2

1

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 73 წლის თაზო ბეჟიტაშვილი ემსხვერპლა

დაღუპული წარმოშობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავიდან იყო. – ინფორმაციას და ფოტოს ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

გარდაცვლილის ახლობელმა გამოცემას უთხრა, რომ მამაკაცს გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობისას ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მუნიციპალური ავტობუსი, რომელსაც მართავდა, ამობრუნდა.

თაზო ბეჟიტაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ტრანსპორტში მყოფმა ორმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრულად წაკითხვა