ვინ არიან კობახიძის აზრით დიფ სთეითის წევრები? – ლევან ყურაშვილი

2 days ago 9

ბლოგერი ლევან ყურაშვილი;

,,კობახიძის თქმით, გუშინ ხმის მიმცემი კონგრესმენები არ არიან ტრამპის დაქვემდებარებაში და არიან დიფ სთეითის წარმომადგენლები.

ვინ არიან კობახიძის აზრით დიფ სთეითის წევრები:

1. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე – მაიკ ჯონსონი
2. რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე – ტომ ემერი
3. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პალატის ლიდერი – სტივ სკალისი
4. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ბრაიან მასტი
5. სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – გლენ ტომფსონი
6. ასიგნაციების კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ტომ კოული
7. შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – მაიკ როჯერსი
8. ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ჯოდი არინგტონი
9. განათლებისა და შრომის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ტიმ ვოლბერგი
10. ენერგიისა და კომერციის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ბრეტ გათრი
11. ეთიკის კომიტეტის თავმდჯომარე (რ) – მაიკლ გესთი
12. ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ფრენჩ ჰილი
13. უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – მარკ გრინი.
14. პალატის ადმინისტრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ბრაიან სტილი
15. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ჯიმ ჯორდანი
16. ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ბრუს ვესტერმანი
17. მთავრობის რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ჯეიმს კომერი
18. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ვირჯინია ფოქსი
19. მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თამჯდომარე (რ) – ბრაიან ბაბინი
20. მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – როჯერ ვილიამსი
21. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – სემ გრეივსი
22. ვეტერანების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – მაიკ ბოსტი
23. გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარე (რ) – ჯეისონ სმითი

ანუ, კობახიძე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფი, 20 კომიტეტის თავმჯდომარე, ათობით ქვეკომიტეტის თავმჯდომარეები, ჰაუსის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე, ჰაუსის სპიკერი და ჯამში 168 რესპუბლიკელი კონგრესმენი (220-დან) არ ემორჩილება პრეზიდენტ ტრამპს და დაკვეთას იღებს რაღაც დიფ სთეითისგან.

ქოცების მხარდამჭერებშიც კი არ მეგულება ისეთი იდიოტი, ვინც ამ სიგიჟეს გულწრფელად დაიჯერებს.”

სრულად წაკითხვა