ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში მტკვარში მანქანა გადავარდა.
თვითმხილველების ცნობით, ავტომობილში ოთხი ადამიანი იჯდა.
“ორი ამოიყვანეს, ორი გაიტაცა, შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა” - წერს მოქალაქე მირანდა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.