სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ავარიის კადრებს ვარკეთილიდან.
"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში, რომელიც დღეს დილით მოხდა.
იარეთ ფრთხილად" - წერს "ჩემი ქალაქი მკლავს".
დაშავებულები არ არიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც ცნობილია, უცნობმა პირმა მიკროავტობუსი გაიტაცა და ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები დაამტვრია.