ვიდეო: "ეს არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება" - ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას აფრთხილებს

3 months ago 26

ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას აცნობს ორ საინტერესო ფაქტს "წითელას" შესახებ.

"პირველი, წითელას" სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. ერთადერთი მაღალეფექტური და უსაფრთხო დაცვა არის ვაქცინაცია.

მეორე, არსებობს იშვიათი გართულება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც დიდი ალბათობით არ გაგიგიათ. ეს არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ის შეიძლება, განვითარდეს მხოლოდ "წითელას" ბუნებრივად გადატანის შემდეგ და გამოვლინდეს გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგაც კი.

ამის ერთადერთი ეფექტური პრევენცია არის ვაქცინაცია" - ამბობს ექიმი არჩილ მარშანია.

სრულად წაკითხვა