გიორგი ხოჭავა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2010 წლის ისტორიას ყვება მეგის ქარდავაზე.
"19 წლის ვიყავი. საღამო პერიოდი იყო, რაღაც საქმეები მქონდა და ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით გასავლელი მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ და ჩამსვეს მანქანაში, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, სანამ სამართველოში მიმიყვანდნენ ხელი არ დაურტყავთ" - ყვება გიორგი ხოჭავა.