ახალციხეში, ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.
ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილი ამბობს, ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.