UFC-ის ვეტერანი მებრძოლი და ლეგენდა, ბას რუტენი, Bloody Elbow-სთან ინტერვიუში საკუთარ ფავორიტ მებრძოლებზე ისაუბრა და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ქართველ სუპერმსუბუქ წონოსან ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს დაუთმო.
ბას რუტენი:
„დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა, ისრაელ ადესანია, კაილა ჰარისონი და ამანდა ნუნეში — ყველა მათგანი ჩემთვის განსაკუთრებული სპორტსმენია. მიყვარს მებრძოლები, რომლებიც თანაბრად ძლიერები არიან როგორც ნოკაუტში, ისე სუბმიშენში.“
UFC-ის გულშემატკივრებს განსაკუთრებული სანახაობა ელით — UFC 320 გაიმართება ლას-ვეგასში, "T-Mobile Arena-ზე". საღამოს მთავარი დაპირისპირება ქვემძიმე წონაში ჩატარდება, სადაც ქამრისთვის რევანში შედგება: მაგომედ ანკალაევი ალექს პერეირას შეერკინება.
ქარდის თანავარსკვლავი ორთაბრძოლა კი ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება: მერაბ "მანქანა“ დვალიშვილი ამერიკელ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება და გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერიის გაგრძელებას შეეცდება.