3
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერც მისი დახმარებით და ვერც მის გარეშე ვერ შეძლეს “ერთობა ჩამოაყალიბონ და ამ ერთობის ერთგულნი დარჩნენ”. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook Live-ში განაცხადა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მე მგონი, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე ვინ არიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც საზოგადოებიდან იქნება ნდობა გამოცხადებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა იყოს ნდობის მომენტი. მე მგონი, რომ დღეს, ამ მომენტში პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს, მე 2024 წლიდან მაინც, მეტიც ალბათ, ვცდილობდი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებებს, ვერც ჩემით და ვერც უჩემოდ ვერ შეძლეს, რომ რაღაც ერთობა ჩამოაყალიბონ და ამ ერთობის ერთგულნი დარჩნენ და არ დაიწყონ ერთმანეთში ჭამა, ან თუნდაც შიგნით, ერთ პარტიაშიც ეს გრძელდება და ამით არა მხოლოდ გადააქვთ ყურადღება უმნიშვნელო საკითხებზე – ვინ სად ვინ იქნება, არამედ ასევე რაღაც უიმედობას თესავენ საზოგადოებაში, ვინც ამბობს, რომ ამათ ვერაფერი ვერ შეცვლის და ასე ვიქნებით დიდხანს, ძალა არის დღეს სხვაგან, ძალა არის საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ერთობაში, სადაც ყველას ადგილი იქნება…” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·