აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მიიღონ ვატიკანის შეთავაზება, უზრუნველყოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა.
„ვატიკანმა შემოგვთავაზა ძალიან გულუხვი წინადადება, მათ შორის, ორგანიზება გაუკეთოს არა მხოლოდ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას. ეს არის ის წინადადება, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს არის ადგილი, სადაც კომფორტულად შეიძლება იგრძნოს თავი ყველა მხარემ. ასე რომ, ვიმედოვნებ, მივალთ იმ სტადიამდე, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება რეგულარულად და ვატიკანი მიიღებს შესაძლებლობას, იყოს მოლაპარაკებების ადგილის ერთ-ერთი ვარიანტი“, - განაცხადა რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში.
ცოტა ხნით ადრე, რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი წერტილი სწორედ ვატიკანი შეიძლება იყოს. 18 მაისს, მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრებიან ახალი პონტიფიკოსის ინტრონიზაციის ცერემონიას.