საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ბოსნიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულთა შორის არ არის ვახტანგ სალია, რომელმაც „ნიუკასლში“ გადასვლიდან მალე ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდება.
ბოსნიის ნაკრებთან თამაშები ქალაქ ზენიცაში გაიმართება.
10 ოქტომბერი, 18:00 | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
12 ოქტომბერი, 17:00 | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
U19 | შემადგენლობა:
მეკარეები: მათე ღაღვიშვილი, დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი ღონღაძე (სამივე – „დინამო თბილისი“).
მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, საბა მურვანიძე (სამივე – „იბერია 1999“), მათე შათირიშვილი, ნიკოლოზ გვაზავა, შოთა დიაკონიძე (სამივე – „დინამო თბილისი“), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა კუპრავა („ტორპედო“, ქუთაისი).
ნახევარმცველები: გიორგი კობახიძე („დილა“, გორი), საბა ნიორაძე, ნიკოლოზ ელისაშვილი, რეზი დანელია, ლაშა ხუციშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი).
თავდამსხმელები: ნიკოლოზ შალიკიანი, დავით გოგილაშვილი (ორივე – „იბერია 1999“), ხალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („შარლერუა“, ბელგია).
19-წლამდელთა ნაკრები 12-18 ნოემბერს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს გამართავს, სადაც მისი მეტოქეები სერბეთის, გიბრალტარისა და მასპინძელ ხორვატიის ნაკრებები იქნებიან.