ვანო ნადირაძის ცხედარს კიევიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ

1 month ago 5

ვანო ნადირაძის ცხედარს კიევიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ – გამოსვენება აეროპორტიდან 17:50 საათზე მოხდება.

უკვე დაანონსებულია, რომ ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში ნადირაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები დახვდებიან.

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა  გახდა. ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.

სრულად წაკითხვა