მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გამომწერების კითხვებს პასუხობს.
ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ნანუკა მეოთხე შვილის გაჩენას, რაზეც ნანუკამ უპასუხა:
“ვაპირებდი და, რა თქმა უნდა, კახუნასაც ძალიან უნდა. მეოთხესაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენ შვილს გავაჩენ-მეთქი.
მაგრამ ამ ორსულობაში ხერხემლის ტკივილმა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ძალიან მიჭირს ეს ორსულობა, დიდი ტკივილები გადავიტანე და შესაბამისად მეოთხე შვილს ალბათ აღარ გავაჩენ“, – ამბობს ნანუკა გულუა.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა გულუა და კახა კაშია ივნისში მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.