ვალვერდე: "ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება"

5 days ago 4

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ განაცხადა, რომ მზადაა გუნდს ნებისმიერი პოზიციიდან დაეხმაროს, თუნდაც ეს მისი ბუნებრივი ამპლუა არ იყოს.

ფლანგზე თამაში ჩემი კომფორტის ზონა არაა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. მარჯვენა მცველადაც მითამაშია და იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ და ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის,“ – აღნიშნა ურუგვაელმა.

მართლაც, „რეალი“ ამჟამად მარჯვენა ფლანგზე პრობლემებს განიცდის — ტრავმირებულნი არიან დანი კარვახალი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რის გამოც სავარაუდოდ, სწორედ ვალვერდეს მოუწევს ამ პოზიციაზე თამაში.

სრულად წაკითხვა