ექიმი, ფედერალისტების წევრი, ზურაბ სიხარულიძე, გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება და წერს:
ჯანდაცვის სამინისტრო, უკვე 6 დღეა არანაირი ინფორმაცია არ გაგივრცელებიათ და საზოგადოებამ არ იცის, როგორი მიღწევები გვაქვს საქართველოს ჯანდაცვაში . ხომ მშვიდობა გაქვთ? არც მინისტრი ჩანს. იმედია, კარგად არის.
ალბათ აუცილებლად გააკეთებთ განცხადებას 72 წლის ექიმის ბატონი გოგის საქმეზეც, რომელიც დააკავეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დარწმუნებული ვარ, კოლეგას სოლიდარობასაც გამოუცხადებთ.
ვაჰ, სადამდე მივედით — სულ უფრო და უფრო ქვემოთ ვეშვებით.
ადამიანებს ვერ გატეხავთ და ვერ შეაშინებთ. ექიმებს რუსული ტანკების არ შეგვშინებია. ჩვენ ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიდექით და მომავალშიც ვიდგებით.
ჩემი სრული სოლიდარობა ჩვენს კოლეგას

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·