ექვსი ქართველი მორაგბე, მათ შორის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გუნდის ექიმი, ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებულია, განაცხადა World Rugby-მ 12 მაისს.
დისკვალიფიკაცია შეეხოთ გიორგი ჭყოიძეს (ექვსი წლით), ლაშა ხმალაძეს (სამი წლით), მერაბ შარიქაძეს (თერთმეტი წლით), მირიან მოდებაძეს (სამი წლით), ოთარ ლაშხს (სამი წლით), ლაშა ლომიძეს (ცხრა თვე) და ექიმ ნუცა შამათავას (ცხრა წლით).
სანქციები მოყვა „რაგბიში ჩატარებულ ყველაზე ფართომასშტაბიან ანტიდოპინგურ გამოძიებას“, რომელიც მოიცავს 2023 წელს საფრანგეთში გასამართ მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ დოპინგის გამოყენების რაიმე მტკიცებულება არ იქნა აღმოჩენილი, მსოფლიო რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა „სანდო მტკიცებულება“.
საქართველოს რაგბის კავშირმა 12 მაისს განაცხადა, რომ ის „დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით“.
This post is also available in:

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·