- ესტონეთის მთავრობის მიერ 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საერთო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ესტონეთის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისკენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა წერს, რომ ეს არის პასუხი „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.
“დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ”, – განაცხადა ცაჰკნამ.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.