"ეს ჩვენთვის უდიდესი სირცხვილია" - რას ამბობს ენრიკე ბარსელონასთან თამაშამდე

6 days ago 6

პირველ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ერთმანეთს ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი ეთამაშებიან, სადაც უამრავი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს.

მაგალითად, პსჟ-ის მხრიდან დემბელე, დუე, ვიტინია, მარკინიოსი და ახლა როგორც დაწერეს, ვერც კვარაცხელია იქნება, რაც გუნდის პოტენციალს ძალიან შეასუსტებს.

რაც შეეხება ბარსელონას, აქეთ გავი, გარსია, რაფინია ვერ იქნებიან. გარდა ამისა, საეჭვოა ლამინ იამალის თამაშიც, რომელიც ტრავმას სწორედ ახლა იშუშებს.

ამის შესახებ ლუის ენრიკემ შემდეგი რამ თქვა:

"როგორი სამარცხვინოა, რომ პსჟ-ისა და ბარსელონას დაპირისპირებაში ამდენი ვარსკვლავი არ იქნება. ეს სამარცხვინოა ჩემთვისაც და ფლიკისთვისაც, ორივე გუნდისთვის!", - თქვა ენრიკემ.

სრულად წაკითხვა