ერევანში დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ მეზობელ ქვეყანაში ასობით ქართველი გაემგზავრა.
კადრება geo team ავრცელებს.
“სომხეთში ვართ თუ საქართველოში?” – წერს GeoTeam.
“ჯვაროსნები” ერევანში გუშინ გაემგზავრნენ, სადაც “ერთა ლიგის” B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გაიმართება. თამაში 21:საათზე დაიწყება.
საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე ჩატარდება.
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს დაუპირისპირდნენ. იმ მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხეს მეტოქე.