"ეს სკუდეტო ჩემი და გუნდის შრომის დაფასება იქნება" - ანტონიო კონტე

2 months ago 14

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე „პარმასთან“ ფრის (0:0) შემდეგ აცხადებს, რომ მიუხედავად დაღლილობისა, გუნდს სკუდეტოსგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

ძალიან რთული სეზონი გამოვიარეთ, ტრავმები, სირთულეები, მაგრამ არასდროს დავნებდით. ახლა ყველაფრის გადაწყვეტა ბოლო მატჩზეა დამოკიდებული. ეს სკუდეტო ჩემი და გუნდის შრომის დაფასება იქნება,“ — აღნიშნა კონტემ.

იგი ასევე მოუწოდებს გულშემატკივრებს, ბოლომდე კონცენტრირებულნი დარჩნენ და ნაადრევად არ იზეიმონ.

ცნობისთვის, ბოლო ტურში „ნაპოლი“ „კალიარის“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედ გახდება სერია A-ს ჩემპიონი.

სრულად წაკითხვა