"ეს საქმისადმი არასწორი დამოკიდებულებაა" - ჭიაბრიშვილის განცხადება

1 week ago 11

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ გია გეგუჩაძე აღარ იქნება „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი. GEO TEAM-ის ინფორმაციით, „დინამო თბილისთან“ მარცხის შემდეგ სპეციალისტი ფეხბურთელებსაც დაემშვიდობა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში იბერიას ყოფილი და ამჟამად ბათუმის დინამოს მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილიც ეხმაურება.

"გავრცელებული ინფორმაციით, გია გეგუჩაძე თბილისის იბერიას აღარ გაწვრთნის. საქართველოს ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა, თვენახევრის განმავლობაში იმუშავა დედაქალაქურ კლუბში...

დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, შეუძლებელია რაიმე ღირებულის გაკეთება მოასწროს მწვრთნელმა.

კლუბში, ასე მოკლე დროში არ უნდა იცვლებოდნენ მწვრთნელები, ეს საქმისადმი არასწორი დამოკიდებულებაა!

", - წერს ჭიაბრიშვილი.

სრულად წაკითხვა