საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 7 მაისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
აპრილში, „საქსტატმა“ განაცხადა, რომ წლიური ინფლაცია 3.4% იყო, ხოლო ბანკის თქმით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3% იყო.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3% შეადგინა. „აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს“, აცხადებს ბანკი. „თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს“.
ბანკი რისკების ორ შესაძლო სცენარზე ამახვილებს ყურადღებას. მაღალინფლაციური რისკების სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. რაც შეეხება დაბალინფლაციური რისკების სცენას, აღნიშნული სცენარით, აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 18 ივნისს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/02/2025 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა
- 29/01/2025 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა
- 23/10/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა
- 30/07/2024 – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა
- 19/06/2024 – ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებს
- 22/05/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-დან 8.0%-მდე შეამცირა
- 13/03/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-დან 8.25%-მდე შეამცირა
This post is also available in: English