National Bank of Georgia; Photo: 1tv.geსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 4 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“, შპს „რაპირა გრუპ“, Exnode, Exnode Pay (Arvix) შპს „არვიქს“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა „არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს“.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
This post is also available in:
Read Next
24/07/2026 - 18:41
რუსული ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონა“ ევროკავშირის სანქციების შემდეგ საქართველოში გადარიცხვებს აჩერებს
15/07/2026 - 17:38
ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილები 10.4%-ით გაიზარდა, ევროკავშირი და აშშ კვლავ ლიდერობენ
25/06/2026 - 12:50
2026 წლის მაისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 632 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
23/06/2026 - 14:33
Nestlé-ს მიერ შიდა გამოძიების დაწყების ფონზე, P&G ტელეკომპანია „იმედთან“ კავშირს წყვეტს
17/06/2026 - 18:00
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა
16/06/2026 - 16:01

1 week ago
22







English (US) ·
Georgian (GE) ·