“ერო არ გაქ დუმილის და სახლში გაჩერების უფლება!” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

1 day ago 5

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საზოგადოებას, ხელისუფლებას, მღვღდელმსახურებს ემოციური პოზიცით მიმართავს:

მთავრობა რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს არა აქვს უფლება დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ და უწამლავენ შვილებს არა აქვს დუმილის და სახლში ჯდომის უფლება. ორივე დანაშაულია.

მღვღდელმსახური რომელიც დუმს ასეთ ბოროტებაზე, ბოროტების თანამონაწილეა. ასეთ მღვდელმსახურს შეუძლებელია ღვთისმსახური უწოდო, რადგან ღვთისმსახურება ხალხის მსახურებაა და არა მოძალადე, ხალხის მომწამვლელი მთავრობის მსახურება.

ერო არ გაქ დუმილის და სახლში გაჩერების უფლება! ვინც არ გამოვა და არ გააპროტესტებს და არ მოითხოვს ამ მოწამლული, მომწამვლელ მთავრობის გადადგომას ყველა თანაზიარი იქნებით იმ დანაშაულების რასაც ეს მკვლელი მთავრობა ჩადის ჩვენი ქვეყნის მიმართ.

გამოფხიზლდით, გამოდით და დაიბრუნეთ მიტაცებული ქვეყანა“, აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე.

სრულად წაკითხვა