ერლინგ ჰოლანდმა ლიგაზე ნისტელროის რეკორდი გააუმჯობესა

2 weeks ago 14

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ნაპოლის უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

სიტის მხრიდან გოლები ჟერემი დოკუმ და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს, ამ უკანასკნელმა კი ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა.

როგორც დაიწერა, ჰოლანდი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ლიგაზე 50 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა თამაშის ჩატარება დასჭირდა (49).

ნორვეგიელმა სტრაიკერმა ამ რეკორდის დამყარებით რუდ ვან ნისტელროის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ლიგაზე 50 გოლის გასატანად 62 შეხვედრა დასჭირდა.

სრულად წაკითხვა