"ერთი ცუდი თამაში ცუდ მეკარედ არ მაქცევს" - მამარდამ კრიტიკოსებს უპასუხა

1 month ago 17

ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილი არც ისე კარგ ფორმაში იმყოფებოდა, რასაც ქართველი მეკარისგან გამოქვეყნებული პოსტი და გულწრფელი აღიარება მოჰყვა.

გიორგი თავის წერილში წერდა, რომ საუკეთესო ფორმას აუცილებლად დაიბრუნებდა, ნათქვამი კი ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე ტურში შეასრულა და ჟირონასთან თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ერთი ცუდი თამაშის გამო ცუდი მეკარე არ გავხდები. ანალოგიურად, არც ერთი კარგი თამაში მაქცევს კარგ მეკარედ.

- თქვა გიორგიმ.

ცნობისთვის, მამარდას ჟირონასთან 3 მოგერიება ჰქონდა, შეფასების დონეზე კი 7.1 ქულა დაიმსახურა.

სრულად წაკითხვა