ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” საფრაგეთის თასზე “სტად ბროიშენს” დაუპირისპირდა და შეხვედრა უხვგოლიანი და პარიზელთათვის საკმაოდ მარტივად მოსაგები გამოდგა.
კვარაცხელია ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე შეცვალა.
შეცვლამდე ხვიჩა გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული მცირე მანძილით აცდა კარს.
კვარა მთელი მატჩი აქტიური იყო და თერთმეტმეტრიანის გამომუშავებაც შეძლო, რომელიც გონსალო რამუშმა ზუსტად გამოიყენა.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარას თამაში 10 ქულიდან 7.8 ქულით შეაფასა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
Post Views: 2