ენრიკემ ტრანსფერი დაბლოკა - რატომ არ შედგება კვარას და ოსიმენის დუეტი პარიზში

4 months ago 45

ნაპოლიდან გალათასარაიში განათხოვრებულ ვიქტორ ოსიმენზე ძალიან ბევრი იწერება და მას ხან რომელ გრანდს უკავშირებენ და ხან რომელს.

კავშირები ოსიმენს პარი სენ-ჟერმენთანაც ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, რომ ტრანსფერზე თავად ლუის ენრიკემ თქვა უარი.

ენრიკემ ოსიმენის დამატებაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვა, ერთ-ერთი პირველი კი ისაა, რომ ვიქტორს კლუბური ცხოვრება უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა ხოლმე.

- წერს ჟურნალისტი.

ტავოლიერის თქმით, ენრიკეს არ სურს, რომ გუნდში არსებული ჯანსაღი სიტუაცია რამემ ან ვინმემ მოულოდნელად გააფუჭოს, შესაბამისად, ოსიმენის ტრანსფერს უარი ეთქვა.

სრულად წაკითხვა