ელისაშვილის წინააღმდეგ დღეს ორ საქმეზე სასამართლო პროცესები მიყოლებით იმართება

3 hours ago 2

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ორ საქმეზე სასამართლო პროცესები დღეს ერთმანეთის მიყოლებით იმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება პირველი სხდომა ახალ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსს სასამართლოს არქივის შენობის გადაწვას ედავებიან.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება ძაღლის მიერ 10 თვის შემდეგ აღებული სუნის ნიმუშებია. ინტერესების დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკოსს ბრალი, ფაქტობრივად, ვარაუდების საფუძველზე აქვს წაყენებული.

“წყალქვეშ აღებული სუნის ნიმუშებით 10 თვის შემდეგ თითქოსდა მოხდა ალექსანდრე ელისაშვილის დაიდენტიფიცირება. ბუნებრივია, ჩვენ გავამახვილებთ სასამაღთლოს ყურადრებას იმ მნიშნელოვან გარემოებებზე, რომელიც შემდგომში გაუადვილებს მას, მიიღოს გამამართლებელი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ისევ ვარაუდების საფუძველზე აქვს ბრალი წაყენებული ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკური პატირობა ამ ადამიანის, – ამბობს ადვოკატი. 

ელისაშვილი აღნიშნულ პროცესს დაესწრება, თუმცა მეორე საქმეზე სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მოსამართლემ ის პროცესიდან გააძევა.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საკუთარ სასამართლო განხილვებზე დასწრება და პოზიციის პირადად დაფიქსირება სურს.

სრულად წაკითხვა