ელენე დავითაია: „დღეში 8 საათი ვვარჯიშობ, ცეკვა უმძიმეს შრომას მოითხოვს“

4 days ago 2

 „დღეში 8 საათი ვვარჯიშობ, ცეკვა უმძიმეს შრომას მოითხოვს“„სარკე“, ლიკა ოსაძე

სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების გამორჩეული მოცეკვავე, ელენე დავითაია, ფართო საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, მაგრამ პარკეტზე ბავშვობიდან დგას. 24 წლის ასაკში კი უკვე შეუძლია, თქვას, რომ ცხოვრების საქმე ნამდვილად იპოვა და ეს ცეკვაა. დღეში 8 საათს ვარჯიშობს, რომ განვითარება არ შეწყვიტოს და წინ იაროს.

ელენე სცენაზე ცეცხლოვანი, ძლიერი, რომანტიკულია, სცენის მიღმა ძალიან უშუალო, კომუნიკაბელურია. უყვარს მოგზაურობა და სიახლეების გაცნობა. მან „სარკესთან“ თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრა.

_ ელენე, რა ასაკიდან შემოვიდა ცეკვა თქვენს ცოხვრებაში?

_ 4 წლის ვიყავი, მშობლებმა ფიგურულ სრიალზე რომ შემიყვანეს. დაახლოებით 8 წელი ვიყავი მოციგურავე. საკმაოდ აქტიურად ვიყავი სპორტით დაკავებული, რაც მოიცავდა ყოველდღიურ ვარჯიშსა და სპორტულ შეკრებებს. მერე თავი დავანებე, რადგან თბილისში ფიგურული სრიალისთვის საჭირო პირობები არ იყო, დაიხურა საციგურაო მოედანი.

შემდეგ გართობის მიზნით შევედი ცეკვაზე. მაშინ 12 წლის ვიყავი. ჩემს სკოლაში სამეჯლისო ცეკვების წრე იყო გახსნილი და იქ შევედი. ჩემი პირველი ხელმძღვანელი როსტომ აროშვილი იყო. 11 წელი იყო ჩემი პედაგოგი და მისი დამსახურებაა, დღეს ცეკვა რომ ვიცი. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ყველაფერი ჩადო არა მხოლოდ ჩემს განვითარებაში, არამედ იმ მეწყვილეებისაც, ვინც მე მყავდა.

თავიდან სერიოზულად არ ვაპირებდი, ამ პროფესიას გავყოლოდი, მაგრამ  მერე ჩემი ცხოვრების მთავარ საქმედ გადაიქცა. სამეჯლისო ცეკვებში ორი მიმართულება: სოლო, სადაც მხოლოდ გოგონები ცეკვავენ და წყვილთა ცეკვა. გამიმართლა, რომ თავიდანვე წყვილში დამაყენეს. საქართველოში სამეჯლისო ცეკვებში ბიჭების ნაკლებობაა.

 „დღეში 8 საათი ვვარჯიშობ, ცეკვა უმძიმეს შრომას მოითხოვს“

_ ეს პრობლემა სამეჯლისო ცეკვებში სულ იყო.

_ დიახ, ეს პრობლემა სულ იყო. ახლა დაიწყეს ბიჭების შეყვანა სამეჯლისო ცეკვებზე, მაგრამ სოლო მიმართულებით ძალიან ბევრი გოგონაა, რადგან მეწყვილეები არ ჰყავთ.

_ ბიჭებსაც შეუძლიათ სოლოს ცეკვა?

_ კი, შეუძლიათ, საზღვარგარეთ ბიჭებიც გამოდიან სოლოთი. საქართველოში ბიჭი ცეკვაზე რომ შეიყვანონ, მარტოს არ დატოვებენ. იმდენად ცოტანი არიან ბიჭები, რომ მეწყვილეს მაშინვე გამოუნახავენ. წყვილში რომ დამაყენეს, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. უფრო სერიოზულად მივუდექი და მთლიანდ გადავერთე ამ საქმეზე, თან შედეგებიც თავიდანვე კარგი დავდეთ. ამანაც იმოქმედა, ცეკვისკენ რომ გადავიხარე. იმ პერიოდში შოუ „ცეკვავენ ვერსკვლავები“ ახალი დაწყებული იყო და ამანაც წამახალისა.

_ ცეკვის დროს პასუხისმგებლობა გოგოს უფრო მეტი აკისრია თუ ბიჭს?

_ ბიჭს. წყვილის შეწყობას ერთმანეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ცეკვა ბუნებრივი და კარგი გამოვიდეს. ბიჭი უნდა იყოს წამყვანი, მაგრამ ერთიც არის, ან გაგიმართლებს და შეეწყობი მეწყვილეს, ან ვერ შეეწყობი და უნდა დაიშალოთ.  მნიშვნელოვანია, ორივე ერთმანეთში იყოს შეწყობილი.

წყვილს შეხების გარეშე უნდა ესმოდეს ერთმანეთის. რაღაც სიტუაციაში რომ შეხედავ,  ერთნი უნდა იყოთ და ერთად უნდა დაიწყოთ ერთნაირი მოქმედება.

_ თქვენ გქონიათ შემთხვევა, როცა მეწყვილესთვის ვერ გაგიგიათ და გამოგიცვლიათ?

_ კი, რა თქმა უნდა. ურთიერთობებში გვქონია პრობლემები და არა _ ცეკვაში.

_ ურთიერთობებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ მეგობრულ უეთიერთობას. არც ერთ ჩემს მეწყვილესთან პირადი ურთიერთობა არ მქონია. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს პირადი ურთიერთობა, მაგრამ მეწყვილეს როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს, ვერ უგებდე. ასეთი რამ უფრო უცხოელ მეწყვილეებთან მომსვლია. როცა უცხოელ მეწყვილეებთან გაქვს შეხება, პრობლემები უფრო არის. არასდროს მქონია ისე, რომ პირადი ურთიერთობა მქონოდა და თან მასთან ერთად მეცეკვა.

_ როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს პირადი ურთიერთობა მოცეკვავე წყვილს შორის?

_ აუცილებელი არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევააში ერთად არიან. იმდენად დიდ დროს ატარებენ ერთად, იმდენად ახლოს არიან, რომ ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი. უფრო კომფორტულია, როცა მოცეკვავე წყვილს ერთმანეთი უყვარს, ან ცოლ-ქმარი არიან, ან შეყვარებულები, მაგრამ არიან ისეთი წყვილებიც, რომლებიც უბრალოდ მეგობრობენ და ერთად ცეკვავენ, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა.

_ თქვენ რატომ არ გქონიათ სასიყვარულო უერთიერთობა მეწყვილესთან, არ მოგწონდათ ისინი?

_ არა, უბრალოდმ ასე მოხდა. ალბათ იმიტომ, რომ უფრო კარიერაზე ვფიქრობდი. ყველა მოცეკვავე მსახიობია. მან სცენაზე ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, მაყურებელი დარწმუნდეს, რომ წყვილს ერთმანეთი უყვარს. ჩვენი ცეკვა სწორედ იმის გამოხატვაა, გინდოდეს და გიყვარდეს ადამიანი, ანუ შენი მეწყვილე, მაგრამ რეალობაში შეიძლება ის  საერთოდ არ გეხატებოდეს გულზე. კარგი ცეკვა კარგი სპექტაკლივით არის. ამის მიღწევა კი ასაკთან და პროფესიონალურ განვითარებასთან ერთად მოდის. ბუნებრივად შეასრულებ და ხელოვნური არ იქნება.

 „დღეში 8 საათი ვვარჯიშობ, ცეკვა უმძიმეს შრომას მოითხოვს“

_ რას იტყვით პროექტზე „ცეკვავენ ვარსკვალები“?

_ ამ შოუმ დიდი რეკლამა გაუკეთა ჩვენს ცეკვებს. დღეს რომ ეს სფერო ასეთი მოთხოვნადია, ამ პროექტის დამსახურებაა.

_ უცხოეთში ასეთ პროექტში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

_ ჯერჯერობით _ არა. თუ მიმიწვევენ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მინდა, ყველანაირად გამოვავლინო საკუთარი თავი.

_ რამდენიმე სეზონში მიიღეთ მონაწილეობა. მეწყვილეებიდან რომელს გამოარჩევდით?

_ ნიკო ნანიტაშვილს, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანია და იმიტომაც გავედით მეორე ადგილზე. ყოველთვის, ყველა სეზონზე ვცდილობდი,  მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და მაქსიმუმი გამეკეთებინა. ყველა მოცეკვევა ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და მეწყვიეს ხელი შევუწყოთ. სირცხვილი სულაც არ არის, ქორეოგრაფს რჩევა ჰკითხო, რომ ის ნომერი საუკეთესოდ წარმოაჩინო.

ამ პროექტში ყველა ცეკვა ხასიათის მიხედვით ირჩევა _ ვარსკვლავის ხასიათს რა უფრო მოუხდება, როგორი ხასიათი აქვს, როგორი ტიპაჟია, თორემ ჩვენ, მოცეკვავეები ყველა ცეკვას შევასრულებთ.

_ამ პროექტში რა იყო თქვენთვის სიახლე?

_ ერთადერთი, რაც არ ვიცი, ეს ქართული ცეკვაა. ამ პროექტში ჩემთვის ეს არის სიახლე, მაგრამ არიან ისეთი მოცეკვავეები, რომლებიც ქართული ცეკვიდან გადმოვიდნენ სამეჯლისოზე და ქართულსაც შესანიშნავად ცეკვავენ.

_ რომელი ცეკვა გიყვართ განსაკუთრებით?

_ „სამბა“, „ზუმბა“. საკუთარ თავს ყველაზე მეტად ამ ცეკვებში გამოვხატავ.

_ თქვენ ილიას უნივერსიტეტში  ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ. თქვენს მეორე პროფესიაზე რას გვეტყვით?

_ ამ პროფესიით არ მიმუშავია. ჩემი პროფესია ცეკვაა, ამ სფეროში ვმუშაობ და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მაქვს. რაც შეეხება ხელოვნებათმცოდენობას, ბავშვობიდანვე მიყვარდა ხელოვნება, ხატვა. ვხატავდი კიდეც. იმიტომაც ჩავაბარე, რომ ხელოვნება მიყვარდა.

ცეკვა ძალიან რთულია, უმძიმეს შრომას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, მთელი დღე ვაჯიშობ. უნდა ეცადო, რომ განვითარდე. დღეში 7-8 საათი ვარჯიშობ, დღის პირველ ნახევარში 4 საათი, საღმოს _ 4 საათი. არის მომენტები, რომ ბევრი ვარჯიში აღარ გჭირდება. ასეთ დროს სხეული უნდა დაასვენო.

_ მოსწავლეები არ გყავთ?

_ ადრე მყავდა, ამ ეტაპზე არა მყავს. ბოლო 2 წელი სტუდია „თელაში“ ვიყავი, ვცეკვავდი კიდეც და პატარებსაც ვასწავლიდი. ამჟამად სტუდიაში აღარ ვარ, წამოვედი.

_ ოჯახზე რას მოგვიყვებით?

_ მყავს მშობლები და 2 წლით უმცროსი ძმა. ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მიდგანან. იმდენ ფინანსებს მოითხოვს სამეჯლისო ცეკვები, რომ მშობლების თანადგომა რომ არა, ვერაფერს მივაღწევდი. ჩემს განვითრებაში ყველაფერი ჩადეს. 14 წლის ასაკში ცეკვიდან გასტროლებზე პოლონეთში ჩავედით. იქ მოვეწონე და დამტოვეს. პოლონეთში ვვარჯიშობდი, ვცეკვავდი და თან სკოლაში დავდიოდი. 2 წელი ვიყავი იქ და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი მინახავდა.

_ რომ დაგტოვეს, ისინი არ გიხდიდნენ ქირას, ან კვების ფულს, არ დაგაფინანსეს?

_ არა. ძალიან იშვიათობაა, დაგტოვონ და თან დაგაფინანსონ. ასე მაშინ ხდება, როცა შენი ქვეყნის პირველი წყვილი ხარ და ძალიან წარმატებული მოცეკვავე. დაფინანსება ძალიან რთული თემაა. ეგრე არ ხდება, ვიღაცამ დაგაფინანსოს.

ჩემი ოჯახი პოლონეთში ყველაფერს მიფინასებდა, კაბებიდან დაწყებული კვებით და ბინის ქირით დამთავრებული. როგორც შენ გინდა, ისე უნდა უნდოდეს შენი ოჯახის წევრებსაც შენი განვითარება, თორემ ამხელე ხარჯებს ვერ გაწვდები და არც გაწვდები.

_ მსოფლიო ჩემზპიონატზე რა შედეგი დადეთ?

_ 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა რომ მივიღე, მე და ჩემი მეწყვილე ხუთეულში გავედით და მეოთხე ადგილი მოვიპოვეთ. ეს იყო ძალიან მაგარი შედეგი.

_ რა ასაკამდე შეუძლია ადამიანს ცეკვა, არსებობს ასაკობრივი ზღვარი?

_ სამეჯლისო ცეკვებს ლიმიტი არ აქვს. სანამ შეგიძლია იცეკვო, ცეკვავ. ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ცეკვა, თუმცა სასურველია 40 წლამდე, სანამ სხეული ხელს გიწყობს. თუ სხეულმა გაუძლო ასეთ დიდ დატვირთვას, 40 წლის ზემოთაც გაქაჩავ, მაგრამ თუ სხეულმა ხელი არ შეგიწყო, შეიძლება 30 წლის ასაკშიც დატოვო სცენა.

სრულად წაკითხვა