ევროსაბჭოში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

2 days ago 3

დღეს ევროსაბჭოში საქართველოსს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპელი პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლის შესახებ აპირებენ საუბარს.

დაგეგმილია რეზოლუციის მიღებაც, რომელსაც ასე ეწოდება – „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.

დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე გასაჯაროვდა და მასში საუბარია „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე, საარჩევნო გარემოს გაუარესებაზე და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე.

PACE გმობს გამუდმებულ თავდასხმებს ევროპელ მეგობრებზე.

ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, თუ ივანიშვილის პარტია დაიწყებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, როგორც ამას ივანიშვილის გუნდი აანონსებს, ეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის ოფიციალური დაკანონება იქნება.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია, რომ “ოცნების” ხელისუფლება სისტემატურად არ ითვალისწინებს მის გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს ქვეყანაში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს.

სრულად წაკითხვა