ევროპის საბჭოს დელეგაცია ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სტუმრობს

1 week ago 11
Photo: Nini Gabritchidze/Civil.ge

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების შესწავლის მისიით იმყოფება, რათა „შეაფასოს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე და განსაკუთრებული ყურადღება მომავალ ადგილობრივ არჩევნებს დაუთმოს“. კონგრესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც „ლეგიტიმურობის პოლიტიკური მხარდაჭერა“.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. შეხვედრები ასევე გაიმართა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა