
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) 3 ივნისის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა 26-28 მაისს საქართველოში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები განიხილეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც ევროპარლამენტარები, ისე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და სამოქალაქო აქტივისტი და პროდასავლურ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და, ქეთევან ქერაშვილი.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპის დახმარება ესაჭიროება. რაც შეეხება ქართველ მონაწილეებს, მათ დაკავებულ „პოლიტპატიმრებზე“ გაამახვილეს ყურადღება და მათ „ქვეყნის სინდისი“ უწოდეს.
This post is also available in: English
Read Next
03/06/2025 - 16:53
მარტა კოსი: საქართველო „შეხსენებაა“ ევროკავშირის გზაზე არსებული წარუმატებლობის შესახებ
31/05/2025 - 17:14
დეპუტატის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის სტუდენტებს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ
28/05/2025 - 14:45
ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობას აფუძნებენ
27/05/2025 - 18:54
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდებს
24/05/2025 - 22:03
Amnesty International: ქალი მომიტინგეები გენდერული ძალადობის სამიზნეები არიან
20/05/2025 - 21:20